განცხადება 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ

2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა

1. შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა განცხადების მიიღება იწარმოებს 2018 წლის 22 იანვრიდან 09 თებერვლის ჩათვლით, 10 სთ-დან 17 სთ-მდე, I სასწავლო კორპუსი, ოთახი 605.
2. შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ:
ა. განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ. პირადობის მოწმობის ასლი;
გ. სტუდენტის სასწავლო ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ბარათი დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის ბეჭდით და ხელმოწერით;
საკონტაქტო ტელეფონი: 274-61-55. 595–77–83–35.

ბრძანების სანახავად იხილეთ მითითებული