შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აკადემიური (საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის სასწავლო კურსზე დარეგისტრირება) და ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა ხელშეკრულების შესაბამისად) რეგისტრაციის ვადებია:
1.
1.1. ბაკალავრიატის სწავლების ოთხივე წლის, მაგისტრატურის სწავლების ორივე წლისა და დოქტორანტურის სწავლების მე-2 და მე-3 წლის სტუდენტებისათვის:
ა) აკადემიური რეგისტრაცია – 2018 წ-ის 12 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით;
ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 2018 წ-ის 21 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით.
1.2.დოქტორანტურის სწავლების პირველი წლის სტუდენტთათვის:
ა) აკადემიური რეგისტრაცია – 2018 წ-ის 12 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით;
ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 2018 წ-ის 20 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით.
2. 2017-2018 სასწავლო წლის I სემესტრი ბაკალავრიატის სწავლების ოთხივე წლის, მაგისტრატურის სწავლების ორივე წლისა და დოქტორანტურის სწავლების მე-2 და მე-3 წლის სტუდენტებისათვის დაიწყება 2018 წლის 26 თებერვალს, ხოლო დოქტორანტურის სწავლების პირველი წლის სტუდენტთათვის 26 მარტს და დასრულდება:
ა) ბაკალავრიატის სწავლების ოთხივე წლის, მაგისტრატურის სწავლების ორივე წლისა და დოქტორანტურის სწავლების მე-2 და მე-3 წლის სტუდენტებისათვის – 2018 წლის 13 ივლისს;
ბ) დოქტორანტურის სწავლების პირველი წლის სტუდენტთათვის – 10 აგვისტოს;
3.
3.1. ბაკალავრიატის სწავლების პირველი, მეორე და მესამე წლის და მაგისტრატურის სწავლების პირველი წლის სტუდენტთათვის შუალედური გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 16 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, ხოლო ფინალური გამოცდები – 2018 წლის 25 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით;
3.2. ბაკალავრიატის სწავლების მეოთხე წლის და მაგისტრატურის სწავლების მეორე წლის სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკები განხორციელდება 2018 წლის 26 თებერვლიდან 8 ივნისის ჩათვლით, ხოლო საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომების დაცვა – 2018 წლის 11 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით;
3.3. დოქტორანტურის სწავლების პირველი წლის სტუდენტთათვის შუალედური გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 14 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით, ხოლო ფინალური გამოცდები – 2018 წლის 23 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით;