დაიწყო შიდა მობილობა 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
- შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა განცხადების მიიღება იწარმოებს 2018 წლის 9 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, 10 სთ-დან 17 სთ-მდე, I სასწავლო კორპუსი, ოთახი 605.
- შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა. განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ. პირადობის მოწმობის ასლი;
გ. სტუდენტის სასწავლო ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ბარათი დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის ბეჭდით და ხელმოწერით;
- აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობ/უარი) ვადაა 2018 წლის 6 – 7 სექტემბერი.
- საკონტაქტო ტელეფონი: 274-61-55. 595–77–83–35.