1. შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის პირველ (შემოდგომის) სემესტრში აკადემიური (საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის სასწავლო კურსზე დარეგისტრირება) და ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა ხელშეკრულების შესაბამისად) რეგისტრაციის ვადებია:
1.1. ბაკალავრიატის სწავლების ოთხივე წლის (მათ შორის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის), მაგისტრატურის სწავლების მე-2 წლის და დოქტორანტურის სწავლების მე-2 და მე-3 წლის სტუდენტებისათვის:
ა) აკადემიური რეგისტრაცია – 2018 წლის 20 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 2018 წლის 3 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით.
1.2. დოქტორანტურის სწავლების პირველი წლის მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის აკადემიური (საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის სასწავლო კურსზე დარეგისტრირება) და ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა ხელშეკრულების შესაბამისად) რეგისტრაციის ვადებია 2018 წლის 17 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით.
2. 2018-2019 სასწავლო წლის I (შემოდგომის) სემესტრი ბაკალავრიატის სწავლების ოთხივე წლის (მათ შორის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის), მაგისტრატურის სწავლების მეორე წლისა და დოქტორანტურის სწავლების მე-2 და მე-3 წლის სტუდენტებისათვის დაიწყება 2018 წლის 10 სექტემბერს, ხოლო მაგისტრატურის სწავლების პირველი წლისა და დოქტორანტურის სწავლების პირველი წლის სტუდენტთათვის – 1 ოქტომბერს.