შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

1. სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე students.eqe.ge რეგისტრაციისა ვადა – 2018 წლის 18 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთ-მდე;
2. სტუდენტთა მიერ მობილობის საფასურის გადახდის ვადა – 2018 წლის 18 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთ-მდე;
3. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა – 2018 წლის 06 თებერვალი.
4. შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში წერილობითი განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2018 წლის 6 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით;

5. მობილობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა. განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ. პირადობის მოწმობის ასლი;
გ. სტუდენტის სასწავლო ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ბარათი დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის ბეჭდით და ხელმოწერით;
დ. შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საბაკალავრო პროგრამაზე – სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სამაგისტრო პროგრამაზე – ბაკალავრის დიპლომის ასლი, სადოქტორო პროგრამაზე – მაგისტრის დიპლომის ასლი; სხვა ქვეყნის საგსნმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის;
ვ. 2 სურათი ზომით 3X4 და სურათის ელექტრონული ვერსია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში მისამართი: ქ. წამებულის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 605.
ან დარეკონ ნომერზე: 322 74-61-55, 595–77–83–35.

ბრძანების სანახავად გადადით მითითებულ