2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი სადოქტორო პროგრამებზე მიღებას იწყებს შემდეგი მიმართულებებით:

  • საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია
  • საფრენი აპარატების დაპროექტება

საბუთების მიღება იწარმოებს 9 ოქტომრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის გასავლელეად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება რექტორის სახელზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
  • ელექტრონული ფოტოსურათი (ზომით 3X4);
  • სამხედრო მიწერის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა და სამუშაო გეგმის პროექტი;
  • უცხო ენის (ინგლისური,რუსული,გერმანული) არანაკლებ B2 დონეზე ფლობის სერთიფიკატი; უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა;
  • საკვლევი თემატიკის აღწერა და მისი მნიშვნელობის დასაბუთება.

უცხო ენის (ინგლისური,რუსული,გერმანული) B2 დონეზე ფლობის  დამადასტურებელი სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხო ენის გამოცდა  ჩატარდება 25 ოქტომბრამდე;სწავლების პირველი სემესტრის დაწყების თარიღია 1 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მობრძანდეთ უნივერსიტეტში მისამართი ქ. წამებულის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი ოთხაი 605.

ან დარეკეთ ნომერზე: 322 74-61-55; 595 77-83-35