საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აკადემიური რეგისტრაცია (საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის სასწავლო კურსზე დარეგისტრირება) და ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა ხელშეკრულების შესაბამისად) განისაზღვრა შემდეგნაირად:
ბაკალავრიატის სწავლების ოთხივე წლის, მაგისტრატურის სწავლების მე-2 წლის და დოქტორანტურის სწავლების მე-2 და მე-3 წლის სტუდენტებისათვის:
ა) აკადემიური რეგისტრაცია – 2017 წ-ის 21 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით;
ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 2017 წ-ის 29 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში, შესაბამის ფაკულტეტზე.
მისამართი: ქ. წამებულის გამზირი 16, სასწავლო კორპუსი I.
ან დარეკოთ:
- ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი: 322 77 03 87, ოთახი 502.
- საინჟინრო ფაკულტეტი: 322 77 31 29, ოთახი 402.
- საფრენოსნო ფაკულტეტი: 322 77 25 16, ოთახი 602