შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის მსურველებმა 2018 წლის 25 ივლისიდან 16 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა გაიარონრეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე students.eqe.ge
სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის წესით საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას (ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადაა 30 აგვისტო), არაუგვიანეს 5 სექტემბრისა უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და წარმოადგინონ:
- განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
- ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებულიკრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
- ატესტატის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე დასურათის ელექტრონული ვერსია.
საბუთების მიიღება იწარმოებს 2018 წლის 30 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ–დან 17 სთ–მდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 605.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 605.
ან დარეკონ ნომერზე: 322 74-61-55, 595–77–83–35.