25-26 მაისს საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია ჩატარდება.

25-26 მაისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტთა მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია ჩატარდება.
კონფერენცია ეძღვნება საქართველოს საავიაიციო უნივერსიტეტის 25 წლის იუბილეს.
კონფერენციის რეგისტრაცია 25 მაისს, 13:00 საათზე დაიწყება.
კონფერენციის გახსნა 25 მაისს 13:30 საათზე, რომელსაც უხელმძღვანელებს რექტორი, პროფესორი სერგო ტეფნაძე.
კონფერენციის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება 2 ივნისს 13:00 საათზე.
მისამართი: სსუ I კორპუსი VII სართული, საკონფერენციო დარბაზი.
კონფერენციის სპონსორია შპს „პრემიუმ ტრეიდინგი“, „იულიუს მაინლი“-ს ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.