საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში შიდა მობილობა დაიწყო

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2017 წლის 24 ივლისიდან 5 სექტემბრის ჩათვლით.

შიდა მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა. განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ. პირადობის მოწმობის ასლი;
გ. სტუდენტის სასწავლო ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები.

ბარათი დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის ბეჭდით და ხელმოწერით;

შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტებს მათ მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამისა და დაგროვილი კრედიტების აღიარების შესახებ ინფორმაციის

მისაღებად შეუძლიათ მობრძანდნენ 2017 წლის 24ივლისიდან I სასწავლო კორპუსში, ოთახი 605, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10:00-დან 17:00-საათამდე.
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: 32 2 74-61-55 ან 595–77–83–35

ბრძანების სანახავად გადადით