საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დასაქმების პერსპექტივით ინგლისურენოვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
• „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H)“ (შვეულმფრენის კომერციული პილოტი);
•„საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.1 & B2)”.
პროგრამის კურსდამთავრებულები დაეუფლებიან EASA-ს (ევროპის ვიაციის უსაფრთხოების სააგენტოს) სტანდარტების ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ გახდის კონკურენტუნარიანს საერთაშორისო ასპარეზზე.
პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭიროა:
• სრული ზოგადი განათლების (12 კლასის) ატესტატი (დედანი);
• ინგლისური ენის B2 დონის სერთიფიკატი (სერთიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტი ადგილზე ჩაგიტარებთ ინგლისური ენის გამოცდას);
• სამედიცინო ცნობა (ტექნიკოსებისათვის – „ფორმა №IV -100/ა“ ; პილოტებისათვის – „პირველი კლასის საავიაციო სამედიცინო სერტიფიკატი“);
• პირადობის მოწმობის ასლი;
• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);
• განცხადება უნივერსიტეტის სახელზე (განცხადების ფორმა გაიცემა ადგილზე);
არასრულწლოვანთათვის დამატებით საჭიროა:
• დაბადების მოწმობის ასლი;
• მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 13 აგვისტოდან, ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე და დასრულდება 14 სექტემბრს, 17 საათზე.
მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი №16, I სასწავლო კორპუსი, ოთახი 605.
საკონტაქტო ტელეფონი: 274-61-55, 595–77–83–35;