Monthly Archives: August 2019

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტთა რიგით XIII ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართება.

იმდინარე წლის 28 მაისს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტთა რიგით XIII ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციაგაიმართება. კონფერენციის გახსნის ცერემონიალი იქნება 28 მაისს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსი, VII სართული, საკოენფერენციო დარბაზში. ს სექციების იმუშავებს შემდეგნაირად: 28-29 მაისი, I სასწავლო კორპუსი, VII სართული, საკონფერენციო დარბაზი. აუდიტორია 227, II სასწავლო კორპუსი კინფერენციის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის 5 ივნისს, 13 საათზე საქართველოს საავიაციო […]

პირველი სტენდური მოხსემენა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ყოველწლიურ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენეციაზე წარმოდგენილია რუსეთის ცენტრალურ აერო-ჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში (ФГУП ЦАГИ) მოღვაწე ჩვენი თანამემამულის ირაკლი კაჭარავას მოხსენება თემაზე „ავიაციის განვითარების ტენდენციები თანამედროვე საავიაციო მეცნიერების მდგომარეობიდან გამომდინარე“ (Тенденции развития авиации с точки зрения современного состояния авиацонной науки). ავტორი მოხსენებაში ეხება უაღრესად საინტერესო საკითხებს და დარწმუნებულია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაებმებიან ავიაციის მომავლის შექმნის პროცესში. მოხსენება დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილების სახით:

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა ახალი საგანამანათლებლო პროფესიული პროგრამა დაამატა

მიმდინარე წლის14 მაისს გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა.  სხდომაზე განიხილებოდა საკითხი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ. საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა მოიპოვა “საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცა (CPL-A)” საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება!

“სტუდენტური ფესტივალი 2019”

მიმდინარე წლის 7 მაისს, საქართველოს სტუდენტურ ორგანიზაციათა ასოციაციის ორგანიზებით გაისხნა ,,სტუდენტური ფესტივალი 2019″. ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს 36 უნივერსიტეტი იღებს, მათ შორის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი. სტუდენტებს სიტყვით მიმართა ქალაქ თბილისის მერმა ბატონმა კახი კალაძემ და საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბატონმა მამუკა ბახტაძემ! ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ბატონი სერგო ტეფნაძე!

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და აიბი-მთიებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი!

მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება!

ღია კარის დღე თელავის აეროპორტ “მიმინო”-ში

მიმდინარე წლის 13 აპრილს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ინიციატივით მოეწყო შეხვედრა საავიაციო უნივერსიტეტის აბიტურიენტებთან და კახეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან. შეხვედრა გაიმართა ქ. თელავში საავიაციო უნივერსიტეტის კუთვნილ აეროპორტ “მიმინოს” ბაზაზე კახეთის რეგიონის გუბერნატორის ბატონ ირაკლი ქადაგიშვილის მხარდაჭერით, რაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს გუბერნატორის მოადგილემ ბატონმა პლატონ კალმახელიძემ და ქ. თელავის მერმა ბატონმა შოთა ნარეკლიშვილმა. საქართველოს საავიაციო უნივერისტეტის რექტორმა, […]

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს თურქეთის ელჩი ეწვია

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის ვახტანგ ჭარაიას ინიციატივით საჯარო ლექციით თურქეთის ელჩი, ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი ეწვია. მან სტუდენტებს საავიაციო სფეროში თურქეთის გამოცდილება, თურქულ საგრანტრო და სასტიპენდიო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობები და ქართულ-თურქული თანამშრომლობის დეტალები გააცნო. თურქეთის ელჩთან შეხვედრას ადგილობრივი სტუდენტების გარდა ესწრებოდნენ უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტებიც: ჩინეთიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ეგვიპტიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და […]

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები საქსტატში პრაქტიკას გაივლიან

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის ვახტანგ ჭარაიას ინიციატივით და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თანხმობით, მოცემულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მთავარ პუნქტებს შორისაა გამოცდილების გაზიარება და სსუ სტუდენტებისათვის საქსტატის შესაბამის დეპარტამენტებში სამუშაო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, სსუ სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით გამართულ საჯარო ლექციაზე მსმენელებს […]

გამწვანების აქცია ქ. თელავის აეროპორტ “მიმინო”-ში!

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა,საქართველოს აგრარული გაერთიანების თანადგომით,გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი სახელობის ნერგები დარგეს ქ.თელავში მდებარე აეროპორტ “მიმინო”-ში! საავიაციო უნივერსიტეტი მსგავს აქციებს მომავალშიც განაგრძობს! ფოტოების ავტორი: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი მეგენეიშვილი!

განათლების რიგით მე-9 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა

მიმდინარე წლის 22 და 23 თებერვალს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში”, განათლების რიგით მე-9 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ამჯერადაც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო პროგრამაში, გამოფენაზე დამთვალიერებელს საავიაციო უნივერსიტეტის სტენდთან საშუალება ჰქონდადეტალურად გაცნობოდა ინფორმაციას უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ! ადგილზე დაეთვალიერებინათ ჩვენივე სტუდენტების მიერ დაპროექტებული და წარმოებულიუპილოტო საფრენი აპარატები.