საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღება ინგლისურენოვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე • „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H)“ (შვეულმფრენის კომერციული პილოტი);• „საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.1 & B2)”.პროგრამის კურსდამთავრებულები დაეუფლებიან EASA-ს (ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს) სტანდარტების ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ გახდის კონკურენტუნარიანს საერთაშორისო ასპარეზზე. პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭიროა:• სრული ზოგადი განათლების (12 კლასის) ატესტატი (დედანი);• ინგლისური ენის […]
Monthly Archives: August 2019
2017 წლის 26 დეკემბერს, 15 საათზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: 1) შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა2) შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატება საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია პროფესიულ […]
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 25 სექტემბერს ქალაქ თელავს ეწვია,სადაც სამეცნიერო პიკნიკი გამართა.ამავე დღეს ჩვენმა მფრინავებმა ნადიკვარის თვზე რამოდენიმე სანახაობრივი ფრენა შეასრულეს. ასევე ამ ფესტივალის ფარგლებშივე მოეწყო საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებულ აეროპორტ “მიმინოში” ავიაშოუ,რასაც 50-მდე ადგილობრივი მოსწავლე დაესწრო.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი გაიმართა,სადაც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო,ღონისძიების გახსნის ცერემონიალი 24 სექტემბერს რიყის პარკში გაიმართა. ფესტივალზე მოსულ დამთვალიერებელს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტენდთან შესაძლებლობა ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია მიეღო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ და ენახათ ჩვენივე სტუდენტების მიერ დაპროექტებული უპილოტო საფრენი აპარატები.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი სერგო ტეფნაძე პირველ კურსელებს შეხვდა და მათ ახალი სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ქალბატონმა მაგდა მაღრაძემ თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო მატერიალური ტექნიკური ბაზა და უნივერსიტეტის მიერ საგრანტო ვალდებულებების შესრულების პროცესი დაათვალიერა.
2017 წლის 31ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ტრენინგს უმასპინძლა. მათ მიერ ჩატარებული სემინარი,პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირებისათვის გაიმართა. ტრენინგი ძირითად მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა კომპეტენციის ამაღლებას მოდულური პროგრამების შემუშავების, მათ შორის დუალური მიდგომით მათი განხორციელების, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა […]