სასწავლო პროცესი (ლექციები) გაგრძელდება 27 დეკემბრის ჩათვლით. 28 დეკემბრიდან 2020 წლის 5 იანვრის ჩათვლით, ახალი წლის დღეებთან დაკავშირებით, სასწავლო პროცესი დროებით შეწყდება. სწავლა განახლდება 6 იანვარს. ფინალური გამოცდები (გარდა პირველი კურსის მაგისტრებისა) დაიწყება 2020 წლის 20 იანვარს, პირველკურსელ მაგისტრებთან კი – 3 თებერვალს.
Monthly Archives: December 2019
შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში №02-6/02 18.09.2019 წლის ბრძანებით გამოცხადებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი ღია კონკურსის გამარჯვებულები არიან: ფაკულტეტი მიმართულება/ქვემიმართულება აკადემიური თანამდებობა სახელი, გვარი საინჟინრო კომპიუტინგი/ინფორმატიკა ასოცირებული პროფესორი ანანიაშვილი ნათელა საინჟინრო კომპიუტინგი/ინფორმატიკა ასოცირებული პროფესორი მიქელაძე მაია
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დოქტორანტები მამუკა ზოიძე და ნიკა ტაბატაძე კვლევითი ვიზიტით ლიეტუვას ანტანას გუსაიტის საავიაციო ინსტიტუტს ესტუმრნენ.მამუკა ზოიძე და ნიკა ტაბატაძე საქართველოს შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის დოქტორანტურის პროგრამის კონკურსის გამარჯვებულები არიან.კონკურსი სპეციალურად ახალგაზრდა მკვლევრებისათვის ტარდება და მათ ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა, ანტანას გუსაიტის საავიაციო ინსტიტუტის პროფესორებთან(იუსტას ნუგარას, დარიუშ რუდინკას), დოქტორანტებთან […]
საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტმა ჯეკო ქევხიშვილმა პირველი დამოუკიდებელი ფრენა შეასრულა.უნივერსიტეტი ულოცავს ჯეკოს ამ პირველ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.
პირველი არხის გადაცემა „წიგნების თარო“ 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას მე-4 სტუდენტური სეზონისთვის. მსურველმა გუნდმა უნდა გაიაროს რამოდენიმე ეტაპი: საბაკალავრო ხარისხის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია დაარეგისტრიროს მისივე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისაგან შემდგარი გუნდი, 3 მოთამაშე, გადაცემის Facebook გვერდზე ან პირველი არხის ვებ გვერდზე. დარეგისტრირებულ გუნდთან მოეწყობა გასაუბრება რომლის შედეგადაც „წიგნების თაროს“ შემოქმედებითი გუნდი გამოავლენს გადაცემაში […]