„წიგნების თაროს“ მე-4 სტუდენტური სეზონისთვის გუნდების რეგისტრაცია დაიწყო

პირველი არხის გადაცემა „წიგნების თარო“ 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას მე-4 სტუდენტური სეზონისთვის.

მსურველმა გუნდმა უნდა გაიაროს რამოდენიმე ეტაპი:

  1. საბაკალავრო ხარისხის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია დაარეგისტრიროს მისივე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისაგან შემდგარი გუნდი, 3 მოთამაშე, გადაცემის Facebook გვერდზე ან პირველი არხის ვებ გვერდზე.
  2. დარეგისტრირებულ გუნდთან მოეწყობა გასაუბრება რომლის შედეგადაც „წიგნების თაროს“ შემოქმედებითი გუნდი გამოავლენს გადაცემაში მონაწილე 16 გუნდს.

ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან დარეგისტრირებული გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

გუნდის წევრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  1. 2019-2020 წლებში უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი;
  2. თავის გუნდელებთან ერთად უნდა იყოს ერთი კონკრეტული სასწავლებლის სტუდენტი;
  3. არ უნდა იყოს „წიგნების თაროს“ წინა სეზონის გამარჯვებული.

დეტალური ინფორმაცია გადაცემაში მონაწილეობისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: http://registracia.1tv.ge/