დოქტორანტების ვიზიტი ლიეტუვას საავიაციო ინსტიტუტში

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დოქტორანტები მამუკა ზოიძე და ნიკა ტაბატაძე კვლევითი ვიზიტით ლიეტუვას ანტანას გუსაიტის საავიაციო ინსტიტუტს ესტუმრნენ.
მამუკა ზოიძე და ნიკა ტაბატაძე საქართველოს შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის დოქტორანტურის პროგრამის კონკურსის გამარჯვებულები არიან.
კონკურსი სპეციალურად ახალგაზრდა მკვლევრებისათვის ტარდება და მათ ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა, ანტანას გუსაიტის საავიაციო ინსტიტუტის პროფესორებთან(იუსტას ნუგარას, დარიუშ რუდინკას), დოქტორანტებთან (ალექსანდრე ლაპუსინსკი, ლორინას მასისიუსი) და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. მოხდა გამოცდილების გაზიარება და პროექტის ამოცანების სრულფასოვნად შესრულებისათვის
საჭირო ინფორმაციის მოძიება. ასევე, ადმინისტრაციის თხოვნით,
საავიაციო ინსტიტუტის სტუდენტებს მამუკა ზოიძემ საჯარო ლექცია წაუკითხა თავისი პროექტის აქტუალობის შესახებ. ქართველი დოქტორანტები გაეცნენ საავიაციო ინსტიტუტის ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიებს და სიმულაციურ საშუალებებს. შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე,
მათ შორის ერთობლივ სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებაზე. მიიღეს მოწვევა 2020 წელს ანტანას გუსაიტის საავიაციო ინსტიტუტში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.