საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამეცნიერო პერსონალის შერჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
მიმართულება: საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 3 ვაკანსია
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 2 ვაკანსია
მეცნიერი თანამშრომელი – 2 ვაკანსია
პოსტდოქტორანტი – 1 ვაკანსია
მიმართულება: საფრენი აპარატების დაპროექტება და ტექნოლოგიები
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1 ვაკანსია
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 2 ვაკანსია
მეცნიერი თანამშრომელი – 2 ვაკანსია
საკონკურსო მოთხოვნები სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე პირი აირჩევა უვადოდ (5 წელიწადში ატესტაციის პირობით).
უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით.
მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით.
პოსტდოქტორანტად შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი სამეცნიერო თანამდებობის მითითებით;
CV/რეზიუმე;
პირადობის მოწმობის ასლი;
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო დოკუმენტაცია);
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში;
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის და საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში.
კონკურსის ეტაპებია:
I ეტაპი – განაცხადის მიღება: 17.02.2020 – 21.02.2020
II ეტაპი – განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საკონკურსო კომისიის წევრების მიერ განხილვა: 24.02.2020 – 28.02.2020
III ეტაპი –კონკურსანტებთან გასაუბრება: 02.03.2020 – 13.03.2020
IV ეტაპი – კონკურსის შედეგების გამოცხადება: 16.03.2020 – 27.03.2020.
საბუთების მიღება იწარმოებს: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, მის. ქეთევან დედოფლის გამზირი N16, II კორპუსი, ოთახი N112, 10 სთ-დან 17 სთ-მდე (ორშაბათი-პარასკევი).
საკონტაქტო პირი: ადამიანური რესურსების მენეჯერი ლელა ხრიკული მობ.: 599 49 06 85