საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-12 ნაკადს

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-12 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.

მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 30 მარტის ჩათვლით, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის უნდა მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტებს!

სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, რომელთაც განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, არიან სსუ-ს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტები, გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B” (81-90%) ძალიან კარგი); აგრეთვე, იმ პირებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი და განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *