სსუ-ს აკადემიურ პერსონალს ატესტაცია ჩაუტარდება

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი) პროფესიული ჩვევების და კვალიფიკაციის პერიოდული შემოწმების, ასევე დაკავებულ თანამდებობაზე წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზანით ჩაუტარდებათ ატესტაცია.

ატესტაციას დაქვემდებარებულ პირებს ატესტაციის ჩატარების დროის, პირობებისა და მოთხოვნების შესახებ ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ბრძანება N02-6/02 აკადემიური პერსონალის ატესტაციის ჩატარების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 41 პუნქტისა და შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ატესტაციის ჩატარების წესის მე-2, მე-4 და მე-8 მუხლების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის  აკადემიურ  პერსონალს (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი) ჩაუტარდეთ ატესტაცია.

2. ატესტაციას დაქვემდებარებული აკადემიური პერსონალია:

საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი
1სერგო ტეფნაძეპროფესორი
2დემურ ლელაძეასოცირებული პროფესორი
3გიორგი ინასარიძეასოცირებული პროფესორი
4ჯემალ ბზარაშვილიასოცირებული პროფესორი
საინჟინრო ფაკულტეტი
1გიორგი ცირეკიძეპროფესორი
2სეით ბლიაძეპროფესორი
3ანდრო მაისურაძეპროფესორი
4ვაჟა ზაუტაშვილიპროფესორი
5ნინო თავაძეპროფესორი
6ფელიქს კოგანიპროფესორი
7ვიქტორ პაპუნაშვილიპროფესორი
8დემურ ვეფხვაძეპროფესორი
9ავთანდილ აფხაიძეპროფესორი
10აკაკი დუმბაძეპროფესორი
11მარინე ბრელიძეპროფესორი
12გელა ყიფიანიპროფესორი
13უშანგი თვაურიასოცირებული პროფესორი
14ნინო ოკმელაშვილიასოცირებული პროფესორი
15რობერტ ებრალიძეასოცირებული პროფესორი
16ნოდარ ბერიძეასოცირებული პროფესორი
17გიორგი გორდეზიანიასოცირებული პროფესორი
18სიმონ ხოშტარიაასოცირებული პროფესორი
19კორნელი ოდიშარიაასოცირებული პროფესორი
20ლია დოღონაძეასოცირებული პროფესორი
21ვალერი მიქაძეასოცირებული პროფესორი
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
1გიორგი ზაუტაშვილიასოცირებული პროფესორი
2მაია ჩინჩალაძეასოცირებული პროფესორი
3ნინო დარსაველიძეასოცირებული პროფესორი

3. ატესტაციას დაქვემდებარებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გაწეული სასწავლო-სამეცნიერო საქმიანოს შესახებ დანართი 1-ის შესაბამისად.

4. დადგინდეს ატესტაციის შემდეგი ეტაპები:

I ეტაპი – განაცხადის მიღება: 23.03.2020 03.04.2020

II ეტაპი – დოკუმენტაციის საატესტაციო კომისიის წევრების მიერ განხილვა: 06.04.2020 13.04.2020

III ეტაპი – ატესტაციის შედეგების გამოცხადება: 14.04.2020 21.04.2020.

5. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

6. დაევალოს ადამიანური რესურსების მენეჯერს ბრძანების გაცნობა ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთათვის;

7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი  წესით,  ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).

რექტორი, ტ.მ.დ., პროფესორი სერგო ტეფნაძე

ვიზირებულია:

რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში გიორგი ცირეკიძე, რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ემზარ ბარბაქაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით ტეფნაძე, ადამიანური რესურსების მენეჯერი ლელა ხრიკული, იურისტი ივანე ბურდული.