საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით, აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
1. საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი
მიმართულება: საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი – ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია)
2.საინჟინრო ფაკულტეტი
მიმართულება: საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია – ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია)
3.ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
მიმართულება: ფინანსები – პროფესორი (1 ვაკანსია)
აუცილებელი პირობა: აფილირება საქართველოს საავიაციო უნივერისტეტთან.
ძირითადი კრიტერიუმები აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
პროფესორის თანამდებობაზე – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები/გამოცემები;
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით (vacancy@ssu.edu.ge):
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე);
CV/რეზიუმე;
პირადობის მოწმობის ასლი;
ფოტოსურათი (ზომით 3X4);
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო დოკუმენტაცია (აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) და ასევე, უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად);
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
სამოტიაციო წერილი;
გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები.
კონკურსი ჩატარდება 4 ეტაპად:
I ეტაპი – განაცხადის მიღება: 16.03.2020- 20.03.2020
II ეტაპი – განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საკონკურსო კომისიის წევრების მიერ განხილვა: 23.03.2020 – 27.03.2020
III ეტაპი –კონკურსანტებთან გასუბრება: 30.03.2020 – 10.04.2020
IV ეტაპი – კონკურსის შედეგების გამოცხადება: 13.04.2020 -24.04.2020.
საკონკურსო კომისიის მოთხოვნით, კადიდატს შეიძლება მოეთხოვოს პრეზენტაციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 599 49 06 85 ლელა ხრიკული, ადამიანური რესურსების მენეჯერი
მის.: ქეთევან დედოფლის გამზირი N16, მე-2 კორპუსი, ოთახი N112