Monthly Archives: March 2020

სტუდენტთა საყურადღებოდ!

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე არ განახლდება. შესაბამისად, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჩვეული რეჟიმით აღარ გაგრძელდება.16 მარტიდან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადადის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში თითოეული თქვენგანის მაქსიმალური ჩართულობა, ინფორმაციას ონლაინ სწავლების პროცესის წარმართვისა და ყველა მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ მიიღებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტებზე, ამიტომ E-mail-ები […]

ვებინარი „Elsevier-ის სამეცნიერო ბაზების გამოყენება“

საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, 11 მარტს ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის თანამშრომელმა მირანდა თედეშვილმა ჩვენი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის ჩაატარა ვებინარი თემაზე „Elsevier-ის სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესაძლებლობები“, ვებინარს პერსონალთან ერთად ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლები, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები და პოსტდოქტორანტები. ტრენინგის თემა გახლდათ ELSEVIER-ის წამყვან საერთაშორისო ონლაინ […]