საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, 11 მარტს ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის თანამშრომელმა მირანდა თედეშვილმა ჩვენი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის ჩაატარა ვებინარი თემაზე „Elsevier-ის სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესაძლებლობები“, ვებინარს პერსონალთან ერთად ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლები, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები და პოსტდოქტორანტები.
ტრენინგის თემა გახლდათ ELSEVIER-ის წამყვან საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობებზე წვდომისა და გამოყენების შესაძლებლობები, Scopus-ის, მსოფლიოში ციტირებისა და აბსტრაქტების საერთაშორისო ბაზით სარგებლობის წესები და სტატისტიკურ – ანალიტიკური მონაცემების მოპოვების საშუალებები, Science Direct- სამეცნიერო სტატიების, წყაროებზე წვდომის შესაძლებლობები, Funding Institutional -ის მეშვეობით საერთაშორისო კონკურსებში დაფინანსების მოპოვების გზები. ვებინარის დასრულების შემდეგ რუსთაველის ფონდის წარმომადგენელმა უპასუხა დასმულ კითხვებს.
2019 წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით Elsevier-ის კონსორციუმის წევრთა რაოდენობა 21- დან 55 -მდე გაიზარდა.