სტუდენტთა საყურადღებოდ!

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე არ განახლდება. შესაბამისად, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჩვეული რეჟიმით აღარ გაგრძელდება.
16 მარტიდან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადადის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში თითოეული თქვენგანის მაქსიმალური ჩართულობა, ინფორმაციას ონლაინ სწავლების პროცესის წარმართვისა და ყველა მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ მიიღებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტებზე, ამიტომ E-mail-ები დღეში რამდენჯერმე აუცილებლად გადაამოწმეთ.