ჩატარების დრო: 2020 წლის 23 აპრილი, 15:00 საათი; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ონლაინ კონფერენციის მიზანია ავიაციის სფეროზე კორონავირუსის ეფექტის ანალიზი, დარგის სპეციალისტების, სამთავრობო და ბიზნეს საზოგადოების ჩართულობით. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ, როგორც კორონომიკურ გამოწვევებზე, ასევე პოტენციურ შესაძლებელობებზე, როგორც მიმდინარე – კრიზისულ, ასევე – პოსტკრიზისულ პერიოდებში. ონლაინ კონფერენცია ჩატარდება პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით. კონფერენციის ორგანიზატორი და […]
Monthly Archives: April 2020
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი მუდამ იყო და იქნება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე უმაღლესი სასწავლებელი. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმ სირთულეებს და გამოწვევებს, რომელთა წინაშე საქართველო და მთელი მსოფლიო სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 5 ათასი ლარი გადარიცხა.