2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან  გადმოსვლის მსურველებმა 2020 წლის 31 ივლისიდან 19 აგვისტოს   18:00 საათამდე  უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge

სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის წესით საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას (ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადაა 24 აგვისტო), არაუგვიანეს 10 სექტემბრისა უნდა გამოცხადდნენ  უნივერსიტეტში და წარმოადგინონ:

  • განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე, რომელიც უნდა დაწეროთ უნივერსიტეტში;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
  • ატესტატის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია.

საბუთების მიიღება იწარმოებს 2020 წლის 31 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთდან 17 სთმდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

ან დარეკონ ნომერზე: 322 74-61-55,  595–44–34–44,  577-75-05-85.