საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე!
• “საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია” (CPL-A) (თვითმფრინავის კომერციული პილოტი);
• „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია” (CPL-H)(შვეულმფრენის კომერციული პილოტი);
• „საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება” (B1.1)
პროგრამის კურსდამთავრებულები დაეუფლებიან EASA-ს (ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს) სტანდარტების ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ გახდის კონკურენტუნარიანს საერთაშორისო ასპარეზზე.
• „საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება” (B2)
პროგრამის კურსდამთავრებულები დაეუფლებიან EASA-ს (ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს) სტანდარტების ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ გახდის კონკურენტუნარიანს საერთაშორისო ასპარეზზე.
პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭიროა:
• სრული ზოგადი განათლების (12 კლასის) ატესტატი (დედანი);
• ინგლისური ენის B2 დონის სერთიფიკატი. სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, 16 სექტემბერს, 11 საათზე და 25 სექტემბერს, 11 საათზე უნივერსიტეტი ადგილზე ჩაგიტარებთ ინგლისური ენის გამოცდას.
• სამედიცინო ცნობა (ტექნიკოსებისათვის – „ფორმა №IV -100/ა“ ; პილოტებისათვის – „პირველი კლასის საავიაციო სამედიცინო სერტიფიკატი“);
• პირადობის მოწმობის ასლი;
• განცხადება უნივერსიტეტის სახელზე (განცხადების ფორმა გაიცემა ადგილზე).
არასრულწლოვანთათვის დამატებით საჭიროა:
• დაბადების მოწმობის ასლი;
• მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. სწავლა დაიწყება 28 სექტემბერს!
მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი №16, I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
საკონტაქტო ტელეფონი: 274-61-55, 598-64-44-07, 595–77–83–35;
გაითვალისწინეთ: უნივერსიტეტში სტუმრობისას პირბადით გამოცხადება სავალდებულოა.