საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-13 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.
მიმდინარე წლის 24 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის უნდა შავსონ სპეციალური ფორმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონა ვირუსის (Covid-19) გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადზე მიღება ვერ განხორციელდა. თუმცა, სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებმაც უკვე გამოხატეს თანხმობა, შეუნარჩუნდათ უფლება მიიღონ მონაწილეობა უკვე შემოდგომის ნაკადში და გაიარონ აქტივაცია, რეგისტრაცია და აირჩიონ სტაჟირების ვაკანსია.