ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა გთავაზობთ სტიპენდიებს საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, განვითარებადი ქვეყნებიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩეხეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის მხარდასაჭერად. ზოგადი ინფორმაცია ჩეხეთის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისთვის განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებზე სტიპენდიების გაცემა, ჩეხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილია და აქვს დიდი ტრადიცია.
1950-იანი წლების ბოლოდან დღემდე, 20 000 – ზე მეტმა უცხოელმა მოქალაქემ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიით ისწავლა ჩეხეთის უნივერსიტეტში. ჩეხეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში სწავლის სამთავრობო სტიპენდია რეგულირდება ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა (https://www.msmt.cz/) და საგარეო საქმეთა სამინისტრო (https://www.mzv.cz/) მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში. დაშვებული ქვეყნები და სასწავლო პროგრამები 2021/2022 სასწავლო წლის სტიპენდიები ხელმისაწვდომია შემდეგი ქვეყნების მოქალაქეეთათვის:
• ბოსნია ჰერცოგოვინა
• ეთიოპია
• საქართველო
• კამბოჯა
• მოლდოვა
• უკრაინა
• ზამბია
სტიპენდიები ეძღვნება მხოლოდ განვითარებადი მესამე ქვეყნების მოქალაქეთა განათლების ხელშეწყობას. არც ჩეხეთის მოქალაქეს, არც ევროკავშირის მოქალაქეს და არც სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ჩეხეთის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვას ფლობს, არ აქვს უფლება განაცხადი შეიტანოს სტიპენდიაზე. ეს ე.წ. სახელმწიფო სტიპენდია მოიცავს სწავლის სტანდარტულ ხანგრძლივობას:
• სამაგისტრო სწავლების პროგრამებზე, ასევე ჩეხური ენის ერთწლიან მოსამზადებელი კურსებზე (რომელიც შერწყმულია სხვა სპეციფიკურ ტრენინგებთან). ამ კატეგორიის სამთავრობო სტიპენდიები გადაეცემათ ბაკალავრის პროგრამების კურსდამთავრებულებს. მათ შეუძლიათ ჩაირიცხონ მხოლოდ იმ სასწავლო პროგრამებზე, სადაც სწავლება მოცემულია ჩეხურ ენაზე selected areas of study. საგნის სფეროდან გამომდინარე, ჩვეულებრივ, აბიტურიენტებს მოეთხოვებათ შესაბამის უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები ჩაბარება. მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარება წარმოადგენს სტიპენდიის მინიჭების წინაპირობას;
• სამაგისტრო სასწავლო პროგრამებზეFollow-up Master study programmes ან სადოქტორო სასწავლო პროგრამებზე Doctoral study programmes. ამ კატეგორიის სამთავრობო სტიპენდიები ენიჭებათ საბაკალავრო ან სამაგისტრო სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს, რომლებიც ირიცხებიან ინგლისურენოვან სასწავლო პროგრამებზე. განაცხადის წარდგენა და ბოლო ვადა თითოეული
განმცხადებელი ვალდებულია შეავსოს ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია http://registr.dzs.cz/registr.nsf არაუგვიანეს მოცემული აკადემიური წლის 30 სექტემბრისა. ( კალენდარული წელი რომელიც წინ უძღვის სასწავლო წელი რომლისთვისაც შემოთავაზებულია სტიპენდია). დეტალური ინფორმაცია სტიპენდიით დაჯილდოების წესებისა და პირობების შესახებ მოცემულია “ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიების გადაცემის გაიდლაინებში”, გამოცემულს ჩეხურ და ინგლისურ ენებზე: ჩეხურად: Dispozice 2020_cz.docx | Dispozice 2020_cz.pdf ინგლისურად: Guidelines 2020_en.docx | Guidelines 2020_en.pdf განმცხადებლებს ვურჩევთ, ყურადღებით გაეცნონ სახელმძღვანელო მითითებებს განაცხადის გაკეთებამდე. შეკითხვებთან და ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებასთან დაკავშირებით: registr@dzs.cz განმცხადებლები გაეცნობიან ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროში, ევროკავშირის GDPR რეგულაციის შესაბამისად:
• ჩეხურად: http://www.msmt.cz/ministerstvo/zakladni-informace-o-zpracovani-osobnich-udaju-ministerstvem;
• ინგლისურად: https://www.msmt.cz/contacts-and-informations/basic-information-about-personal-data-processing-by-the
სამინისტროს დაქვემდებარებულ სააგენტოს, განათლების საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
• ჩეხურად: http://www.dzs.cz/file/6546/oznameni_stipendia-msmt-pdf/; http://www.dzs.cz/cz/o-dzs/gdpr/
• ინგლისურად: http://www.dzs.cz/file/6633/gdpr_scholarships_en-pdf/; http://www.dzs.cz/en/about-dzs/gdpr_en/