ხუთშაბათს, 14 საათზე პირველკურსელებისთვის Google Meet-ში (იხილეთ Google Meet-ით სარგებლობის ინსტრუქცია) გაიმართება ონლაინ შეხვედრა რომლის ბმულიც დაიდება როგორც ჩვენი ფეისბუქ ოფიციალურ გვერდზე, ასევე, ვებსაიტზე.
შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ონლაინ სწავლების შესახებ და დეტალურ ინსტრუქციებს.
გაითვალისწინეთ: შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად დაგჭირდებათ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ თქვენთვის შექმნილი კორპორაციული ელექტრონული ფოსტით სარგებლობა, რომლის ,,user” და ,,password” გადმოგეცათ პერსონალურად.