გრანტის გაცემის წესი უცხოელი სტუდენტებისთვის

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არაუმეტეს 2%-ის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამით.

იხილეთ ბმული: ,,2020-2021 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ”.