საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არაუმეტეს 10% – ის ფარგლებში.
გაეცანით საქართველოს მთავრობის დადგენილებას „2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“.
გაითვალისწინეთ, რომ სოციალური პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge, 2020 წლის 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტოს ოფიციალურ ვებგვერდზე https://www.mes.gov.ge