სადისერტაციო საბჭოს სხდომა 19 ოქტომბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია N407) 14 საათსა და 16 საათზე – 2 სესიად გაიმართება.
პირველი სესია – საგანმანათლებლო პროგრამა „საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია“ სადისერტაციო თემა „ერთიან საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების მართვის მეთოდები ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით“, დოქტორანტი მამუკა ზოიძე, ხელმძღვანელი პროფესორი სერგო ტეფნაძე. ოფიციალური ოპონენტები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ივანე ზურაბიშვილი, საჰაერო თავდაცვის კურსის რადიოლოკაციის სპეციალისტი თავდაცვის სამინისტროში ზურაბ ძოძიშვილი. დასაწყისი 14 საათზე.
მეორე სესია – საგანმანათლებლო პროგარმა „საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია“. სადისერტაციო თემა „კოსმოსურ-თანამგზავრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია დაფრენის საავიაციო სისტემებში და მათი გამოყენების სამომავლო პერსპექტივები“, დოქტორანტი ბადრი ნადარაია, ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ვ. ზურაბიშვილი. ოფიციალური ოპონენტები: საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი სიმონ ხოშტარია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი ალბერტ ასანიძე, დასაწყისი 16 საათზე.