შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის.
- ცხადდება მიღება შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ,,საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები”.
- საბუთები მიიღება 19 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით.
- დოქტორანტობის კანდიდატებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ დოკუმენტების შემდეგი ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
დ) ელექტრონული ფოტოსურათი (ზომით 3X4);
ე) სამხედრო მიწერის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
ვ) უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული) B2 დონეზე ფლობის სერტიფიკატი; უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა;
ზ) სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.
თ) საკვლევი თემატიკის აღწერა, მისი მნიშვნელობის დასაბუთება და სასწავლო გეგმის პროექტი.
- უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული) B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხო ენის გამოცდა ჩატარდება 27 ოქტომბერს.
- გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან და აღნიშნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება 30 ოქტომბერს.
- საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემის დასრულება მოხდება 2 ნოემბერს.
- სწავლების პირველი სემესტრი დაიწყება 5 ნოემბერს.