მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ, მისი წევრი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მომართვის საფუძველზე ჩატარდება აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ონლაინ რეჟიმში.
არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მქონე სტუდენტურ გაერთიანებებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგ საფოსტო მისამართზე:
gsoa.international@gmail.com მინდინარე წლის 28 ოქტომბრის 20:00 საათამდე.
რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა:
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიმართვა ასოციაციის სახელზე;
საინიციატივო ჯგუფის დასახელება და სტუდენტთა პროპორციული სია
ფაკულტეტების მიხედვით;
სიას თან უნდა ერთვოდეს ცნობები საინიციატივო ჯგუფში გაერთიანებული სტუდენტთა აქტიური სტატუსის და აკადემიური მოსწრების შესახებ.