მიმდინარე წლის 7 დეკემბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტთა მე-14 ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ონლაინ კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია ეძღვნება იკაოს დაარსებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს. კონფერენციაზე რეგისტრაციის მიზნით საჭიროა მოხსენების თეზისის გამოგზავნა შემდეგ საფოსტო მისამართზე gi.mushkudiani@ssu.edu.ge მიმდინარე წლის 4 დეკემბრის ჩათვლით. ონლაინ კონფერენცია დაიწყება 7 დეკემბერს 13:00 საათზე, გახსნას უხელმძღვანელებს რექტორი, პროფესორი სერგო ტეფნაძე. იხილეთ თეზისის შედგენის ინსტრუქცია.
Monthly Archives: November 2020
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით, აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი მიმართულება: საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია – ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია; საინჟინრო ფაკულტეტი მიმართულება: საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია ასისტენტ-პროფესორი – 2 ვაკანსია. აუცილებელი პირობა: აფილირება საქართველოს საავიაციო უნივერისტეტთან. ძირითადი კრიტერიუმები აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – […]