მიმდინარე წლის 7 დეკემბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტთა მე-14 ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ონლაინ კონფერენცია გაიმართება.
კონფერენცია ეძღვნება იკაოს დაარსებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს.
კონფერენციაზე რეგისტრაციის მიზნით საჭიროა მოხსენების თეზისის გამოგზავნა შემდეგ საფოსტო მისამართზე gi.mushkudiani@ssu.edu.ge მიმდინარე წლის 4 დეკემბრის ჩათვლით.
ონლაინ კონფერენცია დაიწყება 7 დეკემბერს 13:00 საათზე, გახსნას უხელმძღვანელებს რექტორი, პროფესორი სერგო ტეფნაძე.