საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ცენტრის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა 2020 წლის შემაჯამებელი შეხვედრა უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანიებთან. სააავიაციო უნივერსიტეტისთვის პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ ეს შეხვედრაც, წინგადადგმული ნაბიჯია პარტნიორობის გაღრმავებისთვის და მომავალი ერთობლივი სამუშაოების მეტი ეფექტურობისთვის. შეხვედრაზე ვახსენეთ და განვიხილეთ ისეთი თემები, როგორებიცაა: პროგრამების აკრედიტაციები, კოვიდ-19 პანდემიის დროს […]
Monthly Archives: December 2020
დღეს, 7 დეკემბერს საქართველოს საავიაციო უნივერიტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა მე-14 ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ონლაინ კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაოს) დაარსებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის დოქტორანტები, მაგისტრანტები, ბაკალავრიატის ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, ასევე, პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები უცხოეთიდან.