დღეს, 7 დეკემბერს საქართველოს საავიაციო უნივერიტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა მე-14 ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ონლაინ კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაოს) დაარსებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის დოქტორანტები, მაგისტრანტები, ბაკალავრიატის ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, ასევე, პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები უცხოეთიდან.