საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ცენტრის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა 2020 წლის შემაჯამებელი შეხვედრა უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანიებთან.
სააავიაციო უნივერსიტეტისთვის პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ ეს შეხვედრაც, წინგადადგმული ნაბიჯია პარტნიორობის გაღრმავებისთვის და მომავალი ერთობლივი სამუშაოების მეტი ეფექტურობისთვის.
შეხვედრაზე ვახსენეთ და განვიხილეთ ისეთი თემები, როგორებიცაა: პროგრამების აკრედიტაციები, კოვიდ-19 პანდემიის დროს სასწავლო პროცესის მსვლელობა, საწარმოო პრაქტიკები, დამსაქმებელი კომპანიებისგან მოწოდებული და გათვალისწინებული რეკომენდაციები და ა.შ.
გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, “მაივეის”, შპს “ლასარეს”, შპს “საქაერონავიგაციის”, “ტერაბანკის”, “ჯეო სქაის”, “თი-სი-ეი-ს”, “ტავ ურბან საქართველოს” და “სსსტც დელტას” წარმომადგენლები. მათ აღნიშნეს, რომ რომ 2020 წელს აკრედირებული პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგები სრულად შეესაბამება მათ მოთხოვნებს და მადლობა გადაგვიხადეს მათი რეკომენდაციების გათვალისწინებისათვის.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სახელით, პარტნიორ კომპანიებს, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.