2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში შიდა მობილობის (საგანმანათლებლო პროგრამის
შეცვლის) მსურველ სტუდენტებს 2021 წლის 28 იანვრიდან 15 თებერვლის 18:00 სთ-მდე
შეუძლიათ მოგვმართონ და შეავსონ განაცხადი შიდა მობილობის განხორციელების სურვილის
შესახებ. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება
- სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და
- მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი
- საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
განცხადებების მიიღება იწარმოებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე
mail@ssu.edu.ge.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე: 595–443-444.
შენიშვნა: მობილობის მსურველებს, საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობისა და
შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ, ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შესაბამის
ფაკულტეტებზე.
2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა
შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის
მსურველებმა 2021 წლის 28 იანვრიდან 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge
სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის წესით საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის
უფლებას, არაუგვიანეს 15 თებერვლისა უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და
წარმოადგინონ:
- განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
- ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება
- სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და
- მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი
- საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
- ატესტატის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია.
საბუთების მიიღება იწარმოებს 2021 წლის 28 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით, 10 სთ-დან 17
სთ-მდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში.
მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16 (შესასვლელი ბოროდინოს ქუჩის მხრიდან). I სასწავლო
კორპუსი, ოთახი 405.
ან დარეკონ ნომერზე: 274 61 55, 595 443 444.
შენიშვნა: მობილობის მსურველებს, საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობისა და
შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ, გასაუბრება შეუძლიათ გაიარონ 2021 წლის 18
იანვრიდან.