საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე!
• “საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია” (CPL-A) (თვითმფრინავის კომერციული პილოტი);
• „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია” (CPL-H)(შვეულმფრენის კომერციული პილოტი);
• „საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება” (B1.1)
პროგრამის კურსდამთავრებულები დაეუფლებიან EASA-ს (ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს) სტანდარტების ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ გახდის კონკურენტუნარიანს საერთაშორისო ასპარეზზე.
• „საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება” (B2)
პროგრამის კურსდამთავრებულები დაეუფლებიან EASA-ს (ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს) სტანდარტების ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ გახდის კონკურენტუნარიანს საერთაშორისო ასპარეზზე.
პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭიროა:
• სრული ზოგადი განათლების (12 კლასის) ატესტატი (დედანი);
• ინგლისური ენის B2 დონის სერთიფიკატი. სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, უნივერსიტეტი ადგილზე ჩაგიტარებთ ინგლისური ენის გამოცდას.
• სამედიცინო ცნობა (ტექნიკოსებისათვის – „ფორმა №IV -100/ა“ ; პილოტებისათვის – „პირველი კლასის საავიაციო სამედიცინო სერტიფიკატი“);
• პირადობის მოწმობის ასლი;
• განცხადება უნივერსიტეტის სახელზე (განცხადების ფორმა გაიცემა ადგილზე).
არასრულწლოვანთათვის დამატებით საჭიროა:
• დაბადების მოწმობის ასლი;
• მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
სწავლის პერიოდში სტუდენტები თავისუფლდებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მოხვედრის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ტერაბანკის შემოთავაზებით, რომელიც გაუმარტივებს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობას. გრძელვადიანი სტუდენტური სესხით სარგებლობის უფლებას მოიპოვებენ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები და, ასევე, სტუდენტები, რომლებსაც სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ. სესხის პირობები საკმაოდ მისაღებია, რადგან ითვალისწინებს დაბალ პროცენტს.
საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 18 იანვრიდან 12 მარტის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. სწავლა დაიწყება 15 მარტს!
მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი №16, I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
საკონტაქტო ტელეფონი: 274-61-55, 598-64-44-07, 595–77–83–35;
გაითვალისწინეთ: უნივერსიტეტში სტუმრობისას პირბადით გამოცხადება სავალდებულოა.