სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://online.naec.ge/ueereg/entrants/entrantsdefault.aspx
Monthly Archives: March 2021
გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტების უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და სტუდენტებისმოტივაციის ამაღლება. 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება დაიწყება 2021 წლის 1 მარტიდან და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით (მის: შარტავას ქ. N7). დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულებს: https://ssu.edu.ge/wp-content/uploads/2021/03/152a371e-d7b3-4a0b-ae10-d369ae30c3ce.pdf https://ssu.edu.ge/wp-content/uploads/2021/03/5517b04a-7cf1-431a-9d6a-279fbbd325c9-1.pdf