გამოცხადდა მიღება შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:
1.1. ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-A)“;
1.2. ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H)“;
1.3. ,,საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B.1.1)“:
1.4. ,,საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B2)“:
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (კანონიერი წარმომადგენლის მიერ განაცხადის შემოტანის შემთხვევაში დამატებით კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი ზომით 3/4 და სურათის ელექტონული ვერსია;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის).
ვ) ინგლისური ენის B2 დონის სერთიფიკატი (სერთიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი გამოცდა);
ზ) ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა:
- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა, (,,საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B.1.1 & B2) პროგრამაზე შემსვლელთათვის)“;
- პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი („საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H) და (CPL-A) პროგრამებზე შემომსვლელთათვის“).
ტესტირება ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დადასტურებისათვის ჩატარდება 2021 წლის 8 სექტემბერს;
სწავლა დაიწყება 2021 წლის 13 სექტემბერს.
საბუთების მიიღება იწარმოებს 2021 წლის 21 ივნისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ-დან 17 სთ-მდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში. მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
ან დარეკონ ნომერზე: 322 74-61-55, 595–44-34-44.