
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1) საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-A), (თვითმფრინავის კომერციული პილოტი);
2) საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H), (შვეულმფრენის კომერციული პილოტი);
3) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.1);
4) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B2).პროგრამები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ!!!პროგრამის კურსდამთავრებულები დაეუფლებიან EASA-ს (ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს) სტანდარტების ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ გახდის კონკურენტუნარიანს საერთაშორისო ასპარესზე.
პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭიროა:
სრული ზოგადი განათლების 12 კლასის ატესტატი (დედანი);
ინგლისური ენის b2 დონის სერთიფიკატი. (სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, უნივერსიტეტი ადგილზე ჩაგიტარებთ ინგლისური ენის გამოცდას);
სამედიცინო ცნობა; (ტექნიკოსებისათვის ფორმა N-100/ა), (პილოტებისათვის ,,პირველი კლასის საავიაციო სამედიცინო სერთიფიკატი’’);
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
პირადობის მოწმობის ასლი;
განცხადება უნივერსიტეტის სახელზე (განცხადების ფორმა გაიცემა ადგილზე).
არასრულწლოვანთათვის დამატებით საჭიროა:
დაბადების მოწმობის ასლი;
მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.სწავლის პერიოდში სტუდენტები თავისუფლდებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან!
ასევე, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მოხვედრის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ტერაბანკის შემოთავაზებით, რომელიც გაუმარტივებს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობას.სესხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: ერთობლივი პროგრამა ათასწლეულის ფონდისა და ტერაბანკისგან – სს “ტერაბანკი” (terabank.ge)
გადასასვლელი ლინკიhttps://terabank.ge/ge/studentloan?fbclid=IwAR2fH7EqoBxs3ACjwsuxEU1UXt_sytWzj_Px0U8QbMQOEKNajkE-kXAQzw4