2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში შიდა მობილობის (საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის) მსურველ სტუდენტებს 2021 წლის 16 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში და შეავსონ განაცხადი შიდა მობილობის განხორციელების სურვილის შესახებ. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

1) პირადობის მოწმობის ასლი;

2) ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ) მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები;

3) ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;

საბუთების მიიღება იწარმოებს 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე I სასწავლო კორპუსში, ოთახი 405.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე:

2-74-61-55;

595–77–83–35;

577-75-05-85

შენიშვნა: მობილობის მსურველებს, საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობისა და  შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ, გასაუბრება შეუძლიათ გაიარონ 2021 წლის 3 სექტემბრიდან.