სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა

გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტების უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და სტუდენტების მოტივაციის ამაღლება.2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება დაიწყება 2021 წლის 10 სექტემბრიდან და გაგრძელდება 30 ოქტომბრის ჩათვლით (მის: შარტავას ქ. N7).