Monthly Archives: October 2021

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირველი სასწავლო-საწვრთნელი ფრენები განახორციელეს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის ახლო პერიოდში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ძირითადი მიზანი ავიაციაში პროფესიონალი კადრების აღზრდა გახლავთ. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა უკვე გაიარა სტაჟირება და საწარმოო პრაქტიკა მესტიისა და ქუთაისის აეროპორტებში.  მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტებმა ნატახტრის აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი სასწავლო-საწვრთნელი ფრენები განახორციელეს A22 LS ტიპის […]

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე მიღების გამოცხადების შესახებ

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის. ცხადდება მიღება შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ,,საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები”. საბუთები მიიღება 28 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით. დოქტორანტობის კანდიდატებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ დოკუმენტების შემდეგი ნუსხა: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი […]

აეროდინამიკური მილი

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის აეროდინამიკურ ლაბორატორიაში განთავსებულია უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობის მქონე აეროდინამიკური მილი, რომლის მოდერნიზაცია 2021 წლის ივნისში წარმატებით დასრულდა.იგი აღჭურვილია მაღალი სიზუსტის სენსორებით, სამეცნიერო ხელსაწყოებითა და აეროდინამიკურ პარამეტრების გაზომვისა და შეგროვების კომპიუტერული სისტემით. აეროდინამიკურ მილზე  შესაძლებელია წარმატებით განხორციელდეს მრავალი მიმართულების ისეთი აეროდინამიკური ხასიათის სამეცნიერო ტექნიკური ამოცანები, როგორებიცაა: სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატებისა და მათი კონსტრუქციული ელემენტების […]