2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე მიღების გამოცხადების შესახებ

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

ცხადდება მიღება შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ,,საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები”.

  • საბუთები მიიღება 28 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით.
  • დოქტორანტობის კანდიდატებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ დოკუმენტების შემდეგი ნუსხა:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ელექტრონული ფოტოსურათი (ზომით 3X4);

ე) სამხედრო მიწერის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ) უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული) B2 დონეზე ფლობის სერთიფიკატი; უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა;

ზ) სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.

თ) საკვლევი თემატიკის აღწერა, მისი მნიშვნელობის დასაბუთება და სასწავლო გეგმის პროექტი.

  • უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული) B2 დონეზე ფლობის  დამადასტურებელი სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხო ენის გამოცდა  ჩატარდება 8 ნოემბერს.
  • გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან და აღნიშნული  კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება 9 ნოემბერს.