პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების გამოცხადების შესახებ

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

1) საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-A);

2) საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H);

3) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B.1.1);

4) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B2).

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (კანონიერი წარმომადგენლის მიერ განაცხადის   შემოტანის შემთხვევაში დამატებით კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3/4  და სურათის ელექტონული ვერსია; 
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);
  • ინგლისური ენის B2 დონის სერთიფიკატი (სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი გამოცდა);
  • ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა:  
    • სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა, (,,საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B.1.1 & B2) პროგრამაზე შემსვლელთათვის)“;
    • პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი („საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H) და (CPL-A) პროგრამებზე შემომსვლელთათვის“).

ტესტირება ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დადასტურებისათვის ჩატარდება 2021 წლის 16  ნოემბერს;

სწავლა დაიწყება 2021 წლის 22 ნოემბერს.

საბუთების მიიღება იწარმოებს 2021 წლის 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის  ჩათვლით, 10 სთ-დან 17 სთ-მდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში (მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405),

ან დარეკონ ნომერზე: 322 74-61-55, 595–44-34-44.