საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნიკა თიკანაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებულია.
პროექტის ხელმძღვანელია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი რექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ტეფნაძე, ხოლო უცხოელი თანა ხელმღვანელი ლატვიის ტრანსპორტის განვითარებისა და განათლების ასოციაციის პრეზიდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კაბაშკინი.
აღნიშნული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება ის პოსტსადოქტორო კვლევითი ადგილობრივი და საერთაშორისო აქტივობები, რომელიც სადოქტორო კვლევის პერიოდში დაიწყო და რომლის საკვლევ თემატიკასთან მიმართებით მიღებულია სპეციალური გრანტები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, აშშ–ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA), საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL), ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს (VIAA), ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში (COST აქციის) მიერ.